რესტორანი „მონოპოლი“ ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული რესტორანია თბილისში. ის შესანიშნავი არჩევანია ქორწილების, დაბადების დღეების, ბანკეტების და სხვა დღესასწაულების მოსაწყობად. უგემრიელესი ქართული კერძები, მაღალი ხარისხის მოსახურება, სასიამოვნო გარემო, ეს ყველაფერი რესტორან მონოპოლში დაგხვდებათ. (მთავარ გვერდზე)
რესტორანში კერძები მხოლოდ მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით მზადდება. თითოეული კერძისთვის ინგრედიენტებს პროფესიონალი მზარეულები გულდასმით არჩევენ. პრიორიტეტი ჯანსაღ და ეკოლოგიურ პროდუქციას ენიჭება, რაც სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე მზადდება.

„მონოპოლი“ ქართულ სამზარეულოზეა ორიენტირებული,  ტრადიციულ  კერძებს  თანამედროვე  „შეფუთვით“  წარმოგიდგენთ,  რაც მათი დაგემოვნების პროცესს კულინარიულ ფოიერვერკად აქცევს.

წარსულისა და აწმყოს, ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი სასიამოვნო გარემოსა და გემრიელ კერძებთან ერთად „მონოპოლის“ საფირმო ნიშანია. დიდი, ნათელი დარბაზი, მშვიდი ფერები, ხელით დამუშავებული ხის დეტალები და კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი ავეჯი, სადღესასწაულო და ამავე დროს, მყუდრო გარემოს ქმნის.

„მონოპოლი“ კომპანიებს აგრეთვე სთავაზობს ფურშეტის ტიპის ბანკეტებს, სადაც 1000-მდე სტუმრის გამასპინძლებაა შესაძლებელი. ბევრი რესტორანი ამ რაოდენობის სტუმარს ვერ იტევს,  „მონოპოლი“ კი ამ შესაძლებლობითაც გამოირჩევა სხვა სივრცეებისგან.

რესტორანი „მონოპოლი“ 2005 წელს დაფუძნდა და მან ხარისხზე ორიენტირებული მიდგომებით ბაზარზე არსებულ კონკურენციას წლების განმავლობაში გაუძლო. რესტორნის პერსონალი ერთი გუნდია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია აქ მოსულ სტუმრებს ერთგულად ემსახურება. 2017 წელს „მეტრონომის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „მონოპოლი“ საუკეთესო რესტორნების ათეულში მე-4 ადგილზეა.